суббота, 31 января 2015 г.
суббота, 24 января 2015 г.
понедельник, 8 сентября 2014 г.
6 - კლასის სადამრიგებლო პროგრამა
კლასის დამრიგებელი- დარეჯან ფუთურიძე
მუშაობის მიზანი
ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მონიტორინგი,მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.
მუშაობის პრინციპები
Ø მოსწავლეებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა;
Ø პასუხისმგებლობის და ვალდებულებების განვითარება;
Ø ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში(ზეიმების, ლაშქრობების,ექსკურსიების მოწყობა);
Ø მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა;
Ø მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში;
ცნობარი
2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისში მე-6 კლასში ირიცხება 6 მოსწავლე: 4 ბიჭი და 2 გოგო.
მოსწავლეთა სახელობითი სია:
1. თევზაძე ნინო
2. ზაქრაძე ნინო
3. კაცაძე
ალეკო
4. კახაძე მევლუდი
5. შენგელია
ავთანდილი
6. ჩახოიანცი გიორგი
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობები და მიზნები
|
დრო
|
შენიშვნა
|
1ქცევის კოდექსის გაცნობა
|
მოვიწვევ კრებას და გავაცნობ მოსწავლეებს და მშობლებს ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს და დავამოწმებინებ ხელის მოწერით. მოსწავლეებს მივცემ განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.
ქცევის კოდექსის მიზანია დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
|
20/09/2014
|
|
მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება.
|
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი. მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე.
ამით მოსწავლეები გაითავისებენ, რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
|
სექტემბერი
|
|
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
|
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, ამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს. კერძოდ, მოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არგამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციას, თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელს ან მეურვეს.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
|
სისტემატიურად
|
|
მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
|
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებების და ინტერესების გამოვლენას. შევაგროვებ ინფორმაციას, დავაკვირდები მათ ქცევას, უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს.
|
სისტემატიურად
|
|
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა.
|
ჩავატარებ დამატებით მეცადინეობებს დავადგენ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შეივსება ცხრილი მათი მონაცემებიდან
|
კვირაში ერთხელ
|
|
სადამრიგებლო საათი
|
სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ასევე სკოლის გარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას.
აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.
|
კვირაში ერთხელ
|
|
მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
|
ა) მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას, მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობით, ვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.
ბ)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთა კრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლების დაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიება. კრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგ: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. მათი პასუხები დამეხმარება,
რომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.
|
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
|
|
სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები
|
ზეიმების მოწყობასი აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები. ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს, ლექსებს,გავანაწილებთ როლებს, ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს. მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივად, მაგ.ექსკურსიაბი, ლაშქრობები. ამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას.საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით ფუნქცია აქვს, ისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
|
пятница, 20 декабря 2013 г.
პროექტი სახელწოდება: დრო და მისი გაზომვა.
პროექტის მთავარი იდეა: დროის გაცნობა.
დრო ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად.
პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას დროის შესახებ.გაეცნობიან როგორ გებულობდა ხალხი ძველად დროს და როგორ გებულობს თანამედროვე ადამიანი დღეს დროს. დახატავენ ნახატებს.
მიზანი: ბავშვები განივითარებენ ინფორმაციის შეგროვების და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარ ჩვევებს.ბავშვებს შეექმნება წარმოდგენა წელიწადის, თვე და კვირის, დღე და ღამის,დროის საზომი ერთეულის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი : 9-10 წელი
ხანგრძლივობა: 20 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: ეს პროექტი დაეხმარება მოსწაავლეებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გამოიმუშაონ მხატვრული კითხვის უნარი. შეძლონ ანალიზის გაკეთება. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთ თანამშრომლობას. გაიგებენ წელიწადის, თვის, კვირის და დღის დროის განსაზღვრას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი (ინტერნეტი) ,სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად. ჯგუფებს ვაცნობ შესასრულებელ სამუშაობებს.
I – ჯგუფს ვავალებ ინფორმაცია მოიძიონ წიგნების დახმარებით წელიწადის, თვის ,კვირის დროის შესახებ. შეაგროვონ ლექსები და გამოცანები.
გაზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
ესეც ჩვენი ოთხი დრო
წელიწადიც მზად არი
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
ესეც ჩვენი ოთხი დრო
წელიწადიც მზად არი
შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირში: მათემათიკა, ბუნება, სახვითი ხელოვნება
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: დარეჯან ფუთურიძე
პროექტის ვებ –გვერდი/ ბლოგი: darejanfuturidze.blogspot.com.
Подписаться на:
Сообщения (Atom)





.jpg)
