საგანი
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მათემატიკა
ფულის ერთეული
|
მასწავლებლის საფეხური
|
დაწყებითი / საფეხური, IV კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 11მოსწავლეა.
ყველა მათგანი სსსმ მოსწავლეა.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
|
მოსწავლეები სიმულაციური გაკვეთილის საშუალებით ითავისებენ ფულის ერთეულის აქტუალობას /საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახდენენ შესწავლილი მათემატიკური ოპერაციების ტრანსფერს ფულის ერთეულთან მიმართებაში და რაც მთავარია სწავლობენ მის პრაქტიკულ გამოყენებას სიმულაციურ ,,სავაჭრო ობიექტში”. ასევე ეცნობიან სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს;
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი :
· მათი ეროვნული ფულის ამოცნობა და გამოყენება;
· თავაზიანობის გამომხატველი ფორმების სწორად გამოყენება;
· შედეგი თვალსაჩინოა თუ:
· მოსწავლეები შეძლებენ განასხვაონ სხვადასხვა
· ვალიუტიდან ეროვნული ფულის ერთეული.
· შეასრულონ ფულადი ოპერაციები.
· · შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში თავაზიან მიმართვას
|
წინასწარი ცოდნა
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ილუსტრაციაზე გამოსახული სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეული, ეროვნული ფულის ერთეული(ლარი), დახლი, სალარო, სასკოლო ნივთები, სალაროაპარატი, გამომთვლელი მანქანა
|
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
|
· მასწავლებელს უნდა შეეძლოს როლური თამაშის განხორციელებისას, კლასის მართვა.
· მოსწავლეები წინასწარ ფლობენ ინფორმაციას როლური თამაშის ჩატარების შესახებ.
· •საორგანიზაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ სხვადასხვა ფულის ერთეულის სახელწოდებები, რომელიც მათთვის ცნობილა.
· •მომდევნო ეტაპზე ისინი ილუსტრაციაზე ამოიცნობენ
და განასხვავებენ სხვადასხვა ქვეყნის ფულის
ერთეულებიდან ეროვნულ კუპიურას(ლარს).
· •ასახელებენ და ილუსტრაციაზე ამოიცნობენ სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს(აფთიაქი
,სუპერმარკეტი,
· საკანცელარიო მაღაზია და სხვა.)
· •გაკვეთილის მომდევნო ნაწილი ეთმობა როლურ თამაშს ,, მაღაზიობანა”
კლასში წინასწარ მომზადებულია ,,მაღაზია” დახლებზე განთავსებულია სასწავლო ნივთები,რომელზეც მითითებულია ფასები. მოსწავლეებს გადანაწილებული აქვთ
როლები: გამყიდველი, კონსულტანტი, მომხმარებელი.
ყველა მოსწავლე თამაშობს თავის როლს, თავაზიანად მიმართავენ ერთმანეთს, შემდეგ მასწავლებლის მითითებით ცვლიან როლებს.
გაკვეთილის დასრულებისას მიმდინარეობს დისკუსია, სადაც მასწვლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას,
ასევე მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას.
|
კლასი IV
სკოლა კორმაღლის საჯარო
მათემატიკა
შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი
|
1-3
|
4-5-6
|
7-8
|
9-10
|
მათემატიკური ობიექტებისა და ენის გამოყენება
|
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს,აღნიშვნებს. არასრულყოფილად წარმოადგენს მონაცემებს.
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას, ტერმინსა და აღნიშვნას
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების, დებულებების და აღნიშვნების უმეტესობას. ახდენს მონაცემთა ორგანიზებას
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებას და აღნიშვნას, ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის ვარიანტს.
|
მსჯელობა-დასაბუთების უნარი
|
არა აქვს მსჯელობის უნარი
|
ნაკლებად აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი
|
მეტ-ნაკლებად აქვს მსჯელობის უნარი
|
ღებულობს გადაწყვეტილებებს სწორად და დამაჯერებლად, გაცნობიერებული აქვს საკუთარი როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას
|
თემის ვიზუალური ნაწილი
|
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინარსს
|
ვიზუალური მასალის ნაკლებობა
|
მეტ-ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
|
დავალების შესრულება
|
ვერ ასრულებს საშინაო დავალებას
|
ნაკლებად აქვს შესრულებული დავალება, ვერ ამტკიცებს შესრულებული დავალების სისწორეს
|
მეტ-ნაკლებად აქვს შესრულებული დავალება, არ შეუძლია აღნიშნულ დავალებაში ზოგიერთი შეუსაბამობის დადგენა
|
დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
|
Комментариев нет:
Отправить комментарий